“მარნეულელი ქალის კონტაქტები უკვე გამოვლენილია” – პაატა იმნაძე

  •  

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი.

“ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი” , – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები