„საშიშ ადამიანებს პოლიციელები სახლთან დარაჯობენ!“ – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ რედაქტორი ეკა გულუა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და იმ ადამიანებზე წერს, რომლებიც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ, თუმცა, გარეთ დასეირნობენ.

„დღეს, მთელი დღეა, ჩემს კორპუსთან, ერთ-ერთ სადარბაზოსთან პოლიციელები, დაბურულ მანქანაში გაუნძრევლად სხედან, ხან შუშები აქვთ ჩამოწეული, ხან აწეული. საღამოს მეორე მანქანაც დაემატა. დიდი ეჭვი მაქვს, თვითიზოლაციაში მოქცეულს დარაჯობენ. რა საშიშები და სამარცხვინოები ხართ, დღე არ გავა სამართალდამცველებს თქვენი კარანტინში იძულების წესით გადაყვანა რომ არ მოუწიოს. ამდენი გამოწვევაა ქვეყანაში, ამდენი პრობლემა, ბეწვის ხიდზე გავდივართ და კარდაკარ უნდა გდიონ პოლიციელებმა, რომ თქვენც დაგიცვან და გარშემომყოფებიც თქვენგან დაინფიცირებისგან!“ – წერს ეკა გულუა

მსგავსი თემები