მსოფლიო საოპერო მომღერალს „კორონავირუსი“ დაუდგინდა

ცნობილ მსოფლიო საოპერო მომღერალ პლასიდო დომინგოს „ახალი კორონავირუსი“ დაუდასტურდა. მომღერალმა, ვირუსთან დაკავშირებით  განცხადება თავად გაავრცელა.

„ვგრძნობ, რომ ჩემი მორალური ვალია გაცნობოთ, რომ Covid 19 – კორონავირუსი დამიდგინა. მე და ჩემი ოჯახი თვითიზოლაციაში დავრჩებით მანამ, სანამ ამას მედიკოსები მოითხოვენ. ამჟამად ყველანი კარგად ვართ, მაგრამ მე ცხელება და ხველა მაქვს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ტესტის გაკეთება და შედეგი დადებითი აღმოჩნდა“, – წერს დომინგო.

ასევე აღსანიშნავია, რომ საოპერო მომღერალი თავად იყო ჩართული ქველმოქმედებაში და აქტიურად ეხმარებოდა ვირუსით დაინფიცირებულებს. მან დაინფიცირებულთა გამოჯანმრთელებისთვის 500 000 დოლარი გადარიცხა.

მსგავსი თემები