სამართალდამცველები „ლისის ტბაზეც“ გამოჩდნენ და მოსახლეობას  მოუწოდებენ შინ დარჩნენ

დღეს, სამართალდამცველები „ლისის ტბაზეც“ გამოჩდნენ, ისინი, ტბის მიმდებარედ, მოსახლეობას მიმართავდნენ, რომ შინ დარჩნენ და ტერიტორია დატოვონ. დამსევენებლთა ნაწილი აღნიშნულს გაგებით შეხვდა, ნაწილი კი აპროტესტებდა და ამბობდა, რომ ჰაერზე გასეირნების აკრძალვა წარმოუდგენელია.

დღეს, „ლისის ტბაზე“ საკმაოდ ბევრი ადამიანი სეირნობდა. როგორ ჩანს, სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია ადგილზე სამართალდამცველების გამოჩენა.

„ერთადერთი ღია სივრცე, რაც დაგვრჩა, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ ჰაერზე და გავასეირნოთ, სწორედ ეს ტერიტორიაა, ეს ხომ არ არის დახურული სივრცე. როგორ შეიძლება ადამიანებს ჰაერზე გასვლა აუკრძალო. კომენდანტის საათი უკვე გამოცხადდა? ჩავიკეტოთ სახლებში? როდემდე გავძლებთ ჩაკეტილ სივრცეში“ – გვითხრა ერთ-ერთმა დამსვენებელმა, რომელიც „ლისის ტბაზე“ 3 შვილთან ერთად იყო ასული.

დანარჩენებისთვისაც გაუგებარია, ჰაერზე ყოფნა რატომ იკრძალება.   

„თუ აქ ამოსვლას გვიკრძალავენ, ესეიგი ეზოში ჩასვლაც არ შეგვიძლია, აქვე ვცხოვრობთ და შვილებთან ერთად ხშირად ამოვდივართ. მით უმეტეს, როცა კვირა დღეა, სკოლები არ მუშაობს, გასართობი არ მუშაობს, კაფე-ბარები არ მუშაობს და ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე, ლისზეც არ უნდა ამოვიდეთ, რაც წარმოუდგენელია“ – გვითხრა კიდევ ერთ-ერთმა დამსვენებელმა.     

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები