მარნეულიდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი თბილისში გადმოჰყავთ.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში აცხადებენ, პაციენტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსდება.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული შემთხვევა არ უკავშირდება საზღვრის კვეთას, მას კონტაქტი ჰქონდა დასთან, რომელიც აზერბაიჯანიდან დაბრუნდა საქართველოში. მარნეულში ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებიც პაციენტის კონტაქტებს ადგენდენ.

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 54-ს შეადგენს. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე Stopcov.ge არ შეცვლილა, შესაბამისად, სავარაუდოდ, აღნიშნული შემთხვევაც ამ სტატისტიკაში შედის.

საქართველოში ინფიცირების დადასტურებული 54 შემთხვევეიდან 3 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები