“თქვენც არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს” – პაატა იმნაძე ჟურნალისტებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, COVID 19-ის ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად მთავარ რეკომენდაციად სოციალური დისტანციის დაცვა რჩება.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, აზოგადოების არცერთი ჯგუფი არ გახადონ სტიგმის მსხვერპლი და მიუთითა, რომ მასთან საუბრის მომენტშიც, თავად ჟურნალისტები არღვევდნენ სოციალური დისტანცირების წესებს. 

“სამწუხაროდ, ერთმანეთთან უნდა გავწყვიტოთ კავშირები. ახლა თქვენ რომ დგახართ ჩემთან ასე ახლოს, ესეც არ არის მიღებული ფორმა, იმიტომ რომ ახლა არღვევთ სოციალური დისტანცირების ყველა წესს. მითუმეტეს, თქვენი მიკროფონებით – ამირანი ლაპარაკობდა და ახლა მე ვლაპარაკობ, ისე, რომ დეზინფექცია მიკროფონებს არ ჩატარებიათ, ანუ თქვენც არღვევთ ახლა ამ წესს. მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს, ერთ დღეში ძალიან ძნელია ადამიანები ამას მიეჩვიონ და ამავე დროს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არცერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები