“როგორც გვეუბნებიან, 1500 – 2000 კაცამდე იქნება ვირუსით დაავადებული” – სიმონ ნოზაძე

“სავარაუდოდ, როგორც გვეუბნებიან, 1500 – 2000 კაცამდე იქნება ვირუსით დაავადებული”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარს”
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ განუცხადა.

დეპუტატი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აღმასრულებელი ხელისუფლება უშეცდომოდ მუშაობს.

“სახელმწიფომ თავიდანვე ყველა საჭირო ღონისძიება გაატარა. პირველი ინფიცირებული ადამიანი შემოვიდა 26 თებერვალს. მანამდეც ყველა ზომას ღებულობდა სახელმწიფო და ამ დროის განმავლობაში, უშეცდომოდ მუშაობს აღმასრულებელი ხელისუფლება. ექიმები სწორ გზას გვაჩვენებენ, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ პაციენტებს. ალბათ, შიდა გავრცელებებიც იქნება”- აღნიშნა დეპუტატმა.


რაც შეეხება ხაშურს, სიმონ ნოზაძის თქმით, თვითიზოლაციაში რამდენიმე ადამიანი იმყოფება.

მსგავსი თემები