“წირვა ჩვეულებრივ ჩატარდება, მლოცველები დისტანციას დაიცავენ” – ანდრია ჯაღმაიძე

ხვალ საკვირაო წირვა ყველა ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება. პატრიარქის პრესმდივანი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მათ მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მიიღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან – ეკლესიაში მყოფმა პირებმა დაიცვან დისტანცია.

“თუკი არ ეწინააღმდეგება რაიმე რეკომენდაცია ღვთისმსახურებას და დღესასწაულის აღნიშვნას, ასეთ შემთხვევაში ჩვენგანაც არის რეკომენდაცია, რომ ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვისთვის, ერთმანეთის ზრუნვისთვის გათვალისწინებული იყოს მაქსიმალურად. ჩვენ ისიც გვითხრეს, რომ თუკი ამის საშუალებას მისცემს მდგომარეობა, რომელიც აღდგომის წინა პერიოდში გვექნება, შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის ვადა გადმოწეული იქნეს, რომ რაიმე დისკომფორტი არ შეექმნათ მლოცველებს,” – აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ აღდგომის წინ მარხვაში იქნება სხვადასხვა დღესასწაული, მათ შორის, ხარება, ბზობა, შვიდგზის ზეთის ცხების რიტუალი, მრევლის ნაწილი დადგება ეზოში და წირვა-ლოცვას გარეთ მოისმენს. ეს, პატრიარქის პრესმდივნის თქმით, მათ ზიარებასა და ღვთისმსახურების მოსმენაში დაბრკოლებას არ შეუქმნით.

მსგავსი თემები