საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება

“საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას”, – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ერთადერთი, რაც მედიას მოეთხოვება, პირადი უსაფრთხოების დაცვაა.

„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება”, – აღნიშნა გახარიამ.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

მსგავსი თემები