კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ​ის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი ესპანეთიდან არის შემოტანილი. 

მისი თქმით, სამი ახალი შემთხვევიდან ერთი პაციენტი ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენი ორის შესახებ კი, მისთვის ინფორმაცია ცნობილი არ არის.

“პაციენტი ჩამოსვლის დღიდან იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები დადგენილია ყველა მოთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში. მდგომარეობა მსუბუქად/ სტაბილურად მძიმეა”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

დღეისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა დასტურდება. 

მსგავსი თემები