„ახალი პაციენტების შემთხვევაში 10 დღის შემდეგ იყო ვირუსის გამოვლენა“ – ეკატერინე ტიკარაძე

„სასიამოვნოა ის, რომ დღევანდელი პაციენტები არ იმყოფებოდნენ კონტაქტში სხვა ადამიანებთან“ – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. ტიკარაძის ინფორმაციით ახალი დაინფიცირებულების მდგომარეობა სტაბილურია.

„არის შემთხვევები, როდესაც 7 – 8 დღეში ხდება ვირუსის დადგენა, ახალი პაციენტების შემთხვევაში 10 დღის შემდეგ იყო გამოვლენა. აქ სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ მათ ხშირი კონტაქტი არ ჰქონიათ სხვებთან. დგინდება ის ჯგუფი ვინც მათთან ერთად მგზავრობდა.“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალი ინფიცირებულების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან და ამერიკაში იმოგზაურეს. ამჟამად ისინი ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფებიან, სპეციალისტები მათ მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

მსგავსი თემები