“სამი ახალი შემთხვევა არის ოჯახი, რომელმაც ამერიკაში იმუგზაურა” – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით დღევანდელი შემთხვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. ტიკარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ასევე ისაუბრა საზღვართან მოქალაქეების გაზრდილ ნაკადზე.

„ეს არის ახალი კლასტერი რაც დღეს გვაქვს. სავარაუდოდ გვაქვს კიდევ ახალი შემთხვევა აჭარაში. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ  გაიზარდა შემომსვლელთა ნაკადი სახმელეთო საზღვარზე, რის გამოც გავაძლიერეთ სამივე საზრღვარზე საკარანტინე სივრცეები, რადგან ჩვენთვის უმთავრესი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა” – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები