„საგანგებო მდგომარეობამდე ერთი ნაბიჯია – დარჩით სახლებში“ – დიმიტრი ხუნდაძე

„დღეს განვიხილავთ ვითარებას და შევაფასებთ სიტუაციას, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“ – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

ხუნდაძე მოსალოდნელ კრიზისზე საუბრობს და მოქალაქეებს სახლში დარჩენას ურჩევს. მისივე განცხადებით ინფექციის გავრცელების რისკი ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს

„ჩვენ ევროპასთან შედარებით მოვიგეთ სამი კვირა ეს არის ძალიან კარგი. პირველი ფაზა გავიარეთ ძალიან კარგად  და ახლა შევდივართ პრეკრიზისულ ფაზაში, რომელიც ორი კვირა გაგრძელდება და ამას მოჰყვება კრიზისული ფაზა. მოგვიწევს რთულ ვითარებაში გადასვლა, სადაც გვექნება მეტი გავრცელება, და მოჭარბებული შემთხვევები, ამიტომ მეტი ყურადღება გვმართებს, საჭიროა სოციალური სიმჭიდროვის განტვირთვა. საგანგებო მდგომარეობამდე ერთი ნაბიჯია – დარჩით სახლში“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები