ქართველებს, ვისაც ავსტრიაში ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ, სამომავლოდ სავიზო პრობლემები არ შეექმნებათ

  •  

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ. ინფორმაციას ავსტრიაში საქართველოს საელჩო, ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ავსტრიის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

გაგაცნობთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადებას, რომლის თანახმად, ავსტრიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ავსტრიაში დროებითი ყოფნის ვადა ეწურებათ და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შეძლეს მოკლევადიანი ვიზით ან/და 90 დღიანი უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ დროში ქვეყნის დატოვება, ავსტრიის ტერიტორიიდან გასვლისას არავითარი პრობლემა არ შეექმნებათ.

ვრცელი ინფორმაციისთვის, იხილეთ ვენის სამხარეო პოლიციის განცხადება: https://www.polizei.gv.at/

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით შესაბამის უწყებას ტელეფონის ნომერზე: 01 31310-0 ან ელ. ფოსტის მეშვეობით: LPD-W@polizei.gv.at

საქართველოში გამგზავრების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე +43 676 3358590 +43 676 6246194“,- აღნიშნულია ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები