სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე იხურება

  •  

შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გათვალისწინებით, ბიზნესასოციაციაში მიიღეს გადაწყვეტილება, სავაჭრო ცენტრებში განთავსებული 40-მდე მაღაზია პირველ აპრილამდე დაიხუროს. 

ასოციაციაში ამბობენ, რომ მზად არიან ითანამშრომლონ სახელმწიფო ორგანოებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით და მინიმალური დანაკარგით გამოვიდნენ არსებული რთული ვითარებიდან.

“მეოთხე და მეხუთე გადადებები ვიცით, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად დაიწყოს და არ გვინდა ჩვენი თანამშრომლები რისკის ქვეშ დავაყენოთ. ვალდებულება გვაქვს თანამშრომლების მიმართ და ამ ვალდებულებას ჩვენ პირველ აპრილამდე შევასრულებთ. ამისთვის ბანკის რესურსი გვჭირდება და ბანკები გვეხმარებიან, მაგრამ ის, რომ გავაგრძელოთ მომავალ თვეებში, დაგვჭირდება მთავრობის დახმარება.  შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და მზად ვართ, მთავრობასთან ერთად ვისაუბროთ, რა იქნება საუკეთესო გამოსავალი, როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქვეყნისთვის,” – აცხადებენ ასოციაციაში.

მსგავსი თემები