მიწისქვეშა გადასასვლელებში დასაქმებულები საფრთხის წინაშე არიან, ისინი იძულებულები არიან, იმუშაონ

უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ და თბილისის მერმა. თუმცა, იქნებ იმ ადამიანებსაც დავეხმაროთ, რომლის შესახებაც „მედიაცენტრი მთავარი“ აქტიურად წერს – მიწისქვეშა გადასასვლელებში მომუშავე მცირე მაღაზიები, რომელიც კერძო საკუთრებაა, მეპატრონეები ფართს კოლოსარულ თანხად აქირავებენ ხოლო დამქირავებლებს, რომლებსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ, ნულოვან ტოლერანტობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას უცხადებს და ახრჩობენ, რომ ქირის თანხა გადაიხადონ.

მიუხედავად იმისა, რომ მიწისქვეშა გადასასვლელები ერთ-ერთი რისკის ზონაა, მცირე მოვაჭრეები მაღაზიებს ვერ ხურავენ. ან, რა აზრი აქვს მუშაობას, როცა ერთი მყიდველიც კი არ შედის.

„მედიაცენტრი მთავარი“ არაერთ მსგავს მცირე მეწარმეს ესაუბრა, როგორც მათ გვითხრეს უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

„ხედავთ, რომ საფრთხის წინაშე ვართ. ეს ფართი ნაქირავები გვაქვს და წესიერად ვუხდიდით მეპატრონეს ქირის ფულს. დღეს ეს შეუძლებელია, ლარიან რვეულსაც კი ვერ ვყიდით. ქირა რითი უნდა გადავიხადოთ. ვთხოვეთ 1 თვიანი შეღავათი მაინც, რომ ერთი თვე ფული არ გადაგვახდევინოს. არაო, მე ფული თქვენზე მეტად მჭირდებაო“ – აცხადებენ დასაქმებულები, რომლებიც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

„მედიაცენტრმა მთავარი“ აღნიშნული პრობლემის შესახებ თბილისის მერიასაც ესაუბრა და მტავრობის ადმინისტრაციასაც. იმედი გვაქვს, მოხერხდება, ამ ადამიანებსაც დავეხმაროთ.     

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

https://mcm.ge/%e1%83%a8e1%83%94%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9d/?fbclid=IwAR09TGF-M-zyJ1SIazi-UkYy6DMxaSoP2U8aTT7hAR7xVcu30LsLT22nsbc

მსგავსი თემები