„აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის ზუსტ ცოდნას რომელ ჯგუფშიცაა გავრცელებული“ – ეკატერინე ტიკარაძე

„ტესტირების შემთხვევაში სწორედ ის პაციენტები, ვისაც ექნება მსუბუქად გამოვლენილი ფორმები იმკურნალებენ სახლში ექიმის რეკომენდაციით“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძე სამხრეთ კორეის მაგალითზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „აგრესიულმა ტესტირებამ“ ეფექტურად იმუშავა რამოდენიმე ქვეყანაში.

„აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის ზუსტ ცოდნას, რომელ ჯგუფშიცაა გავრცელებული.. მსგავსი ტესტირება სამხრეთ კორეამ გამოიყენა და საკმაოდ ეფექტური გამოდგა. მათ დროულად გამოავლინეს დაავადება. ამ კუთხით გვაქვს მოლაპარაკებები როგორც სამხრეთ კორეასთან ისე სხვა ქვეყნებთან და დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ჩვენი საელჩოები უზრუნველყოფენ ტვირთს ჩამოტანას, რის შემდეგაც საჭიროების შემთხვევაში შევძლებთ მასიურ ტესტირებას“ – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით ვირუსის გავრცელება ამ ეტაპზე არის კონტროლირებადი.

მსგავსი თემები