“საქართველოში კორონავირუსით ბავშვების დაავადების მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალ პროცენტად ითვლება” – მარინა ეზუგბაია

  •  

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია.

„ჯერჯერობით ისევ 4 ბავშვია, როგორც იყო 0-დან 14-წლამდე სხვადასხვა ასაკით. ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია, მდგომარეობა უცვლელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კითხვაზე, ითვლება თუ არა დაავადების მაღალ მაჩვენებლად არასრუწლოვანთა რაოდენობა, ეზუგბაია პასუხობს, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით კი. „ეს შედარებით მაღალ პროცენტად ჩაითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯერ ვნახოთ, თუ არ შემოგვემატება, თავისთავად ეს პროცენტი დაიწევს და გაუთანაბრდება ალბათ, იმ მონაცემებს რაც დადებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები