„რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მაგრამ კრიტიკულ ზღვარს არ ველოდებით“ – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

„დაცვის მექანიზმები გაძლიერდება, საგანგებო მდგომარეობის წესთა უმრავლესობა უკვე მოქმედებს” – ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

ხუნდაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადავა.

„რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ კრიტიკულ ზღვარს არ ველოდებით. ჩვენ უნდა ვიყოთ მობილიზებულები და ყველა სცენარისთვის მზად. საგანგებო მდგომარეობა საჭიროების შემთხვევაში გამოცხადდება.“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები