“სულ გვაქვს 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამ ახალ პაციენტებთან მიმართებაში წყარო ცნობილია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალ დაინფიცირებულებთან მიმართებაში წყარო ცნობილია. ამ დროისთვის საქართველოში 30 დაინფიცირებული მკურნალობს.

„დღეს შემოგვემატა 4 ახალი ინფიცირებული, მათი ზოგადი მდგომარეობა არის სტაბილური, მათთან შეინიშნება მხოლოდ ტემპერატურის მატება დაბალი ციფრებით და მინიმალურად გამოხატული კლინიკაა, თუმცა მომდევნო დღეებში დავაკვირდებით. ჩატარდება კომპიუტერული კვლევა. გუშინ 19 პაციენტიდან მივიღეთ უარყოფითი პასუხი, ორი დადასტურდა. ეს ორი პაციენტი ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის 10 პაციენტის ანალიზია გადაგზავნილი ლუგარის ლაბორატორიაში. ეზუგბაიას ინფორმაციით ახალი შემთხვევა გუდაურს არ უკავშირდება და მათ შორის არასრულწლოვანები არ არიან.

მსგავსი თემები