უკრაინის პრეზიდენტი, „კორონავურისის“ პერიოდში ახალგაზრდებს ერის გამრავლებისკენ მოუწოდებს

„ახალი კორონავირუსის“ გამო შექმნილი იზოლაციიდან გამომდინარე, უკრაინის პრეზიდენტი ახალგაზრდებს ურჩევს, დემოგრაფიულ პრობლემის გამოსწორებასა და ერის გამრავლებაზე იფიქრონ.

როგორც ვლადიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო პროგრამაში – „სიტყვის თავისუფლება“ განაცხადა, დემოგრაფიულ პრობლემასთან ბრძოლის დროც მოვიდა.

“სამსახურების გამო ხშირად ვერ ვნახულობთ დროს ჩვენს ახლობლებთან და ბავშვებთან ჩვეულებრივი საუბრისთვის, ურთიერთობისთვის. ამიტომ, ამჯერად იყავით სახლში, წაიკითხეთ წიგნები და უყურეთ კინოს. ხოლო ახალგაზრდებისთვის, თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს ერთი კრიზისი – უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია. ვფიქრობ, მასთან ბრძოლის დრო მოვიდა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა ნახევრად ხუმრობით.

მსგავსი თემები