„მედიაცენტრ მთავარის“ სტატიას შედეგი მოჰყვა, შემოსავლების სამსახურმა მანქანების განბაჟება გადაავადა

„პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ავტოიმპორტიორებს 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა გაუხანგრძლივოს“ – ინფორმაცია ამის შესახებ დღეს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა.

აღნიშნული პრობლემის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ ექსკლუზიურად გუშუნ წერდა, რადგან არაერთი ადამიანი დაგვიკავშირდა, რომლებმაც პრობლემის შესაბამის სტრუქტურებამდე მიტანა გვთხოვეს.

„ის მოქალაქეები, რომლებმაც უცხოეთიდან ავტომანქანა შემოიყვანეს და ამ დღეებში ტრასპორტის განბაჟება უწევთ, პროცედურის გადავადებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მაშინ, როცა მანქანის გაყიდვა ჭირს და მყიდველები არ არიან, სახელმწიფომ მათი მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისევე როგორც სხვებს, გარკვეული შეღავათები დაუწესოს“ – ვწერდით სტატიაში.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არ გამოიყენება პასუხისმგებლობის ზომები/სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ 2020 წლის 1 აპრილამდე. .შემოყვანილი ავტომობილის რეექსპორტს „შემოყვანიდან 90 დღეში, თუ ამ ავტომობილის რეექსპორტი ან მის საბაჟო პროცედურებში მოქცევა მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე განხორციელდება.

შეღავათი შეეხება, დაახლოებით, 38 ათასამდე მანქანის მფლობელს და გადავადებული გადასახადების ოდენობა შეადგენს 50 მილიონ ლარს.“ – ნათვქმია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

https://mcm.ge/მოქალაქეები-ტრანსპორტის/

მსგავსი თემები