ბოლო ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა

ბოლო ერთ დღეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი არ გაზრდილა და ის კვლავ 33-ს შეადგენს. მათგან 28 ინფექციურში მკურნალობს, 3 საჩხერეში და ორი სხვადასხვა მიმღებ კლინიკაში. 12 პაციენტს აქვს პნევმონია, 4 პრობლემურად მიიჩნევა, ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფმა პიკი უკვე გაიარა და ვითარება უმჯობესდება.

ამ დროისთვის ინფექციურში ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხს 14 პაციენტზე ელოდებიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგრძნობლად მოიმატა კარანტინის რეჟიმში მყოფთა რიცხვმა და 1008 ადამიანი შეადგინა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 64 პაციენტი რჩება.

როგორც ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ტესტების პასუხი დღის მანძილზე იქნება ცნობილი.

მსგავსი თემები