თელავში, პოლიციამ ორი ადამიანი საკარანტინე ზონაში იძულების წესით გადაიყვანა

თელავის იუსტიციის სახლიდან, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, პოლიციამ ორი ადამიანი იძულების წესით, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანა.

ერთ-ერთი მათგანი შუახნის მამაკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნდა, თუმცა თვითიზოლაციის წესებს არ დაემორჩილა. მეორე კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც იუსტიციის სახლში დოკუმენტაციის მოწესრიგების მიზნით იყო მისული.

ორივე მათგანს საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე საკარანტინო სივრცეში დააკვირდებიან.

იძულების წესით, კახეთიდან საკარანტინო ზონაში სულ 9 ადამიანია გადაყვანილი.

მსგავსი თემები