პარლამენტში მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის წესები განისაზღვრა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის სასახლეში მედია საშუალებების წარმომადგენლების უსაფრთხო და შეუფერხებელი საქმიანობისათვის შემდეგი წესები განისაზღვრა:

საკანონმდებლო ორგანოს შენობაში გამოყოფილია გადამღები ჯგუფების მუშაობის კონკრეტული ლოკაციები. რესპონდენტების ჩასაწერად პარლამენტის სამი ლოკაციაზე განთავსდა ტრიბუნები:

·         A კორპუსი მე-3 სართულის ფოიე

·         B კორპუსი მე-2 სართული – ბიუროს ოთახის მიმდებარე ფოიე

·         B კორპუსი მე-3 სართული – პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე ფოიე

აღნიშნულ ლოკაციებზე უზრუნველყოფილია ინტერვიუს ჩაწერის დროს ჟურნალისტებსა და რესპონდენტებს შორის შესაბამისი უწყებების მიერ რეკომენდებული დისტანციის დაცვა.

დროებით შეიზღუდება საპარლამენტო სხდომებზე მედიის წარმომადგენლების უშუალო დაშვება. ბიუროს, პლენარული და საკომიტეტო სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია (სტრიმინგი) განხორციელდება პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე. www.parliament.ge (ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში ვიდეო მასალას მოგაწვდით პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი).

სასურველია პარლამენტის სასახლეში დღის განმავლობაში ერთი მედია საშუალების მხოლოდ ორი სამუშაო ჯგუფი იყოს წარმოდგენილი. 

მსგავსი თემები