დამსაქმებლები თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს სამსახურში გასვლას აიძულებენ

დამსაქმებლების მხრიდან თვითიზოლაციაში მყოფი პირების სამსახურში იძულებით გაყვანასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ ამ კომპანიებს დაასახელებს.

„სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულებს კიდევ ერთხელ მივმართავ, პირველ რიგში მოერიდონ თავიანთ ახლობლებსა და ოჯახის წევრებს და მაქსიმალურად დაიცვან წესები. ჩვენ მოგვდის, რა თქმა უნდა, ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, და სამსახურში გასვლას აიძულებენ. ამ ეტაპზე, თავს ვიკავებ რა თქმა უნდა პერსონალური ინფორმაციების გაცემისაგან, მაგრამ ასეთ დამსაქმებლებს თუ გააგრძელებენ თვითიზოლაციაში მყოფი პირების შეწუხებას, მე პირადად დავარღვევ ყველაფერს და დავასახელებ,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები