ესპანეთში, კოროკავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომელიც 15 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

ესპანეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ესპანეთში ახალი ვირუსული ინფექციით 36 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 120-ს მიაღწია. ინფიცირებულია 4200 ადამიანი.

პედრო სანჩესის თქმით, ერთ კვირაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი შესაძლოა, 10 ათასამდე გაიზარდოს.

მსგავსი თემები