“შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი” – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდას ელოდებიან, თუმცა თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვითარება კონტროლირებადი იქნება.

“შემთხვევა იქნება საკმაოდ ბევრი, მაგრამ იქნება კონტროლირებადი, იმიტომ რომ შიდა გადაცემა, ჯერჯერობით, არის ერთეული და არ არის მესამეული და მეოთხეული გადაცემები. საერთოდ, ითვლება სპეციალისტების წრეში, რომ მეოთხეული გადაცემა როცა იწყება, ანუ მეოთხე პირი როცა გადასცემს სხვას, იქ ეპიდემია შეიძლება უკონტროლო გახდეს,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე კლინიკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ამის საჭიროება შეიქმნება, საკარანტინო სივრცეები სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც შეიქმნას.

მსგავსი თემები