ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, საეჭვო სიმპტომებით, 5 მოქალაქე შეიყვანეს

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით შეიყვანეს. 4 მათგანი ერთი ოჯახის წევრია. ცოლ-ქმარსა და მათ ორ შვილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებათ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ოთხივე მათგანის მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაგზავნილია და პასუხები უახლოეს საათებში იქნება. 

“ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში შეყვანილი იქნა 5 მოქალაქე საეჭვო სიმპტომებით. ეს უკავშირდება ევროპის რეგიონს. სტაბილურია მათი მდგომარეობა, მაგრამ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი ეს არის ტემპერატურული რეაქცია და ხველა. ამ სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენ ისინი შეგვყავს ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში და შემდეგ უკვე ბოქსირებულ განყოფილებაში ხდება მათი შესწავლა. ლუგარის ლაბორატორიის ფილიალში, რომელიც არის აჭარაში, დაიწყო ადგილზე ამ ტესტების გაკეთება ამ მოქალაქეებისთვის, აქედან გამომდინარე, 3-4 საათში ჩვენ გვეცოდინება პირველადი შედეგები,“ – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

მსგავსი თემები