ჩინეთში ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ვაქცინა აპრილში მზად ექნებათ

ჩინეთლი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მომდევნო თვეში კლინიკური ცდებისთვისა და განსაკუთრებული სიტუაციებისთვის კორონავირუსის ვაქცინა მზად ექნებათ. ამის შესახებ New York Post წერს. 

იმისთვის, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგინდეს, სულ მცირე 12-18 თვეა საჭირო, თუმცა, ჩინეთის კანონონმდებლობის მიხედვით, მისი გამოყენება გადაუდებელ სიტუაციებში მანამდეც არის შესაძლებელი, თუ საჭიროება რისკებს აჭარბებს. 

ვაქცინაზე მუშაობენ აშშ-შიც. მასაჩუსეტსში მდებარე ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Moderna Inc უკვე გადასცა ვაქცინა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტს გამოსაცდელად. პირველადი შედეგები ივლისში, ან აგვისტოში იქნება. 

მსგავსი თემები