სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, 600 მილიონის ნაცვლად, დღგ მილიონ 200 ათასი ლარის ოდენობით დაბრუნდება

„სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა  ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დღგ-ს საშუალებით 1 მილიარდ 200 მილიონი ფინანსურ რესურსს დაუბრუნებს.

„ამასთან ერთად, ვიყენებთ სასტუმრო ბიზნესისთვის სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზე კარგად აპრობირებულ მექანიზმს, იმ განსხვავებით, რომ გავზარდეთ სასტუმროების ზომა და 4 ნომრიდან 30 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო. ეს შეეხება შეეხება დაახლოებით 2000 სასტუმროს საპროცენტო განაკვეთს. გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები