ბათუმის სასპორტო სკოლა დისტანციურ მუშაობაზე გადადის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ბათუმის სასპორტო სკოლაც უერთდება და დისტანციურ მუშაობას იწყებს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სასპორტო სკოლიდან აცნობეს, სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერებულია.

„საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 2020 წლის 12 მარტის სხდომაზე, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად ახალი რეკომენდაციები შემუშავდა , რომლის თანახმადაც 2020 წლის 13 მარტიდან „ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა“ დისტანციური შრომის პირობებზე გადავიდა, სასწავლო პროცესი კი პირველ აპრილამდე გადაიდო“ – ვკითხულობთ განცხადებში.   

მსგავსი თემები