ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების მხოლოდ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან კი უხანში ინფექციის მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

უკვე რამდენიმე დღეა, ჩინეთში დამაიმედებელი მდგომარეობაა. უხანში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები საგრძნობლად არის შემცირებული.

ერთ დღის წინანადელი მაჩვენებელი მხოლოდ 10 ადამიანს შეადგენდა.

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა საერთო რაოდენობა უკვე 61 ათასს აჭარბებს.

ცოტა ხნის წინ ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომიტეტში განაცხადეს, რომ ქვეყანამ კორონავირუსის ეპიდემიის პიკი გადაიარა.

მსგავსი თემები