შეუგნებელ და ნულოვანი სოლიდარობის მქონე ადამიანებს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, მცირე მეწარმეები საფრთხის წინაშე დადგნენ

ბანკებმა და საფინანსო ორგანიზაციებმა გაითვალისწინეს შექმნილი რეალობა და არსებული საფრთხე, გამოიჩინეს სამოქალაქო ვალდებულება და მეწარმეებს, ბიზნესს, რომლებიც ბანკებთან იყვნენ დაკავშირებულნიი 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი დაუწესეს. ​სამწუხაროდ, ნულავანი თვითშეგნება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა აღმოჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთ დროს „კაპიკებში“ ჩაიგდეს ხელში სხვადასხვა ფართი, მიწისქვეშა გადასასვლელები, რომელსაც სავაჭრო ობიექტებად აქირავებენ და დამქირავებელს, რომელსაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არანაირი შემოსავალი არ გააჩნია და უფრო მეტიც, მაღაზიები დახურეს, ახრჩობენ, რომ ქირა სასწრაფოდ გადაუხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მოუწევთ ფართის დაცლა.

მნიშვნელოვანია ისიც რომ კონკრეტული ე.წ. მეწარმეები თუ ბიზნესმენები, რომლებიც მიწისქვეშა გადასასვლელებში ფართს აქირავებენ, სახელმწიფოსაც უმალავენ გადასახადს, რაც გამოიხატება შემდეგში: ხელშეკრულება დამქირავებელთან გაფორმებული აქვთ მინიმალურ ფასში, რა თქმა უნდა ლარებში და რეალურად ხელზე იღებენ დოლარებს, ასე მაგალითად, სახელმწიფოს უფიქსირებენ, რომ ფართი გაქირავებულია 400, 500, 600 ლარად, არადა, რეალურად, იღებენ 600, 700, 800 დოლარსაც კი.

ასე რომ, არ იქნება ურიგო, ხელი ჩაავლოთ ასეთ ადამიანებს. „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთმა ადამიანმა მომართა მსგავსი პრობლემით. ამბობენ, რომ საერთოდ ერთი ადამიანიც არ შედის სავაჭრო ფართში, შესაბამისად არ აქვთ არანაირი შესაძლებლობა, გადაიხადოს ქირა, თუმცა, ფართის მეპატრონე მათ წნეხში ამყოფებს.

მართალია, ასეთ შეუგნებელ და ნულოვანი სოლიდარობის მქონე ადამიანებს ვერავინ ვერაფერს აიძულებს, თუმცა, არ იქნებოდა ურიგო, სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის გამო მათი საკითხით დაინტერესება.        

მსგავსი თემები