ბათუმში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, მოქალაქე კარანტინში პოლიციის დახმარებით გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, ბათუმში მედპერსონალმა მოქალაქე საპატრულო პოლიციის დახმარებით კარანტინში გადაიყვანა. ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.

„თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე საპატრულო პოლიციასთან ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მოქალაქეს გადავიყვანთ კარანტინში“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

ჯერ უცნობია, ჰქონდა თუ არა თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეს კომუნიკაცია სხვა პირებთან.

მსგავსი თემები