“ნუნუ ბებია, პაატა იმნაძის დედა კონვერტით ფონდისთვის პენსიას გვაძლევს” – გიორგი კეკელიძე

მწერალი გიორგი კეკელიძე  პაატა იმნაძის დედაზე გვიამბობს. კეკელიძემ 90 წლის ქალბატონზე მას შემდეგ დაწერა, რაც მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში პაატა იმნაძის დედის პოსტი გავრცელდა, რომელიც მისმა შვილმა ასე დაუკომენტარა: – “დედა, ტყუილებს ნუ აზიარებ”. მწერალი გიორგი კეკელიძე ქალბატონის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ პაატა იმნაძის დედა მისი უფროსი მეგობარია და მისი ქველმოქმედების შესახებაც გვიყვება:

„რადგან ასე აქტუალურია, მისი სავარაუდო გაბრაზების მიუხედავად, აუცილებლად უნდა ვთქვა, რაც ოდესმე მაინც უნდა მეთქვა – ნუნუ ბებია – გნებავთ ნუნუ დუმბაძე, პაატა იმნაძის დედა და ჩემი უფროსი მეგობარი – საოცარი ადამიანია. აი, მაგალითად, უამრავჭირნანახი, 90 წლის ქალი, პენსიიდან ფულს აგროვებს, ჭიქა ღვინოზე გვპატიჟებს და კონვერტით გურული დღიურების ფონდისთვის გვაძლევს ხოლმე, პატარა მოსწავლეებს რომ გადავცეთ.
ზუსტად ვიცი, როგორ განიცდის ახლა ამ ამბავს და როგორ ეჩქარება კარგი დასასრული. და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მას უნდა“ – წერს გიორგი კეკელიძე

მსგავსი თემები