“ჩვენ ვერ ავცდებით და ვერც ავცდით ინფექციის შემოტანას ქვეყანაში” – ამირან გამყრელიძე

“მოგეხსენებათ, საქართველო გლობალური სამყაროს ნაწილია და ჩვენ ვერ ავცდებით და ვერც ავცდით ინფექციის შემოტანას ქვეყანაში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 25 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, რომელთაგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობის ისტორიას, 1 ესპანეთში, დანარჩენი ყველა პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან.

გამყრელიძის განმარტებით, იტალიაში, ბოლო მონაცემებით, 12 462 შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო 827 გარდაცვალების. 

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, დამაკმაყოფილებელია.

“ჩვენთან სულ, 30 იანვრიდან 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში იქნა გატესტილი ლუგარის ლაბორატორიაში და 25 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. დღეს დილიდან გვქონდა 24 ნიმუში, ზოგიერთი ნიმუში, მოგეხსენებათ განმეორებით შემოდის. მიმდინარეობს კვლევები და დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა. პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის ჩვენი ინფექციონისტების მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ.

ლუგარის ლაბორატორიაში კიდევ მიმდინარეობს კვლევები, 60-მდე ადის კვლევების რაოდენობა. სიახლეა, რომ დეცენტრალიზაცია დავიწყეთ. გუშინ პირველი ნიმუშები გაიტესტა ბათუმში. ხვალ, იმედი მაქვს, რომ ქუთაისშიც. იმედი მაქვს, თანდათან ლაბორატორიული კვლევები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება გეოგრაფიულად. ფინანსურად კი ის უფასოა ყველასთვის. ის, რაც ლუგარში კეთდება, ფინანსდება სახემწიფოს მიერ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები