“ჩინეთს გარეთ სიტუაცია უარესდება, პანდემია, ეს არის გლობალური ეპიდემია“ – ამირან გამყრელიძე

“ჩინეთის გარეთ სიტუაცია, უფრო და უფრო უარესდება. ჩინეთს გარეთ, 125 ქვეყანაში დაფიქსირებულია 130 00-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. ანუ, ჩინეთის ნახევარზე უფრო მეტი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძ​ემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ განმარტა პანდემიის მნიშვნელობა.

“მოგეხსენებათ, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, გუშინ დღევანდელი გლობალური სიტუაცია კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებით, პანდემიად გამოაცხადა. პანდემია, ესაა გლობალური ეპიდემია, როდესაც თითქმის ყველა ქვეყანასა და კონტინენტზეა.  ეს არის ყველაზე მაღალი რეგისტრის განგაში, რომელიც სახიფათოა მოსახლეობისთვის და ამიტომ ჯანმო საერთაშორისო წესების მიხედვით, მას აცხადებს საკმაოდ იშვიათად. გუშინ გამოცხადდა პანდემია, რათა უფრო მეტი მზადება იყოს და ქვეყნების მხრიდან მეტად მიექცეს ყურადღება იმ საშიშროებას, რაც არსებობს ინფექციის შემდგომი გავრცელების თვალსაზრისით”,  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები