აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ირანიდან დაბრუნებული ქალი იმსხვერპლა. 

1news.az-ის ინფორმაციით, პაციენტი 51 წლის იყო. მას კორონავირუსის გარდა, მძიმე ავტოიმუნური დაავადებაც დაუდგინეს. 

აზერბაიჯანში, ამ დრომდე, ოფიციალური ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის 13 შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი თემები