„ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება“ – დავით ჭიჭინაძე

„ექიმები აბსოლუტურად ლეგიტიმურად გვაფრთხილებენ სახლიდან არ გამოხვიდეთო, მაგრამ რა უნდა ქნას  ადამიანმა, რომელსაც ყოველდღიური ლუკმა-პური აქვს მოსაპოვებელი?!“ -ამისშესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე თვლის, რომ ბანკებმა საკრედიტო მომსახურებაზე შეღავათი უნდა დააწესონ.

„ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, საკვებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ტექნიკით დასრულებული,  ბაზრობიდან მარაგდება. თითო ბაზრობაზე კი, მინიმუმ 10-15 ათასი ადამიანია, მარტო მომსახურე პერსონალი.

ამიტომ ვამბობ, კორონავირუსის დაფიქსირების დღიდან, საჭიროა შეჩერდეს ყველას ვალდებულება, ყველას წინაშე, მსგავსი ფორს მაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე. და ეს პირველ რიგში ბანკებს ეხება!

ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საკრედიტო ვალდებულებების დაფარვის შემსუბუქება! რადგან სწორედ ბანკების პროცენტების სახდელად გამოდიან ადამიანები ქუჩაში. მოკლედ, თუ მთელი სახელმწიფო მანქანა ერთიან პასუხისმგებლობას არ აიღებს ყვეყანაში არსებულ მგდომარეობაზე, ეკონომიკური კოლაფსი უბრალოდ გარდაუვალი იქნება. ამასთან,  ისიც ფაქტია, რომ არავის თავში არ მოსვლია აზრად არც ის, რომ ამ მრავალათასიან ბაზრობებზეც მოეწყოთ ისეთივე  სპეციალური შესამოწმებელი პუნქტები, როგორიც აეროპორტებში, სახელმწიფო დაწესებულებებშია. ასევე სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე  მსგავსი ობიექტების სადეზინფექციო სამუშაოები“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ

მსგავსი თემები