ესპანეთის თანასწორობის მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა, ვიცე-პრემიერი კი კარანტინში იმყოფება

ესპანეთის თანასწორობის მინისტრს, ირენე მონტეროს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას „ალ-ჯაზირა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კარანტინშია გადაყვანილი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილეც.

შესწორებები შევიდა მთავრობის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს. შეხვედრას მხოლოდ ის მინისტრები დაესწრებიან, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ზომების მიღების შესახებ საკვანძო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკოსებთან ონლაინ კონფერენციებს გამართავს.

ცნობისთვის, Worldometer-ის მიმდინარე მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 2277 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულთა რაოდენობამ კი 55-ს მიაღწია.

მსგავსი თემები