“არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც ე.წ. 40%-იან ჩამკეტს ეხება ” – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში, მათთვის ერთი ბუნდოვანებაა ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი მექანიზმი.

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გაუგებარია სად მიდის და რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება ის ხმები, რომელიც მაღალი მხარდაჭერის პარტიას გარკვეული ოდენობის მანდატების შემდეგ აკლდება.

„როცა გავიგეთ, რომ თბილისს აშკარად აკლდებოდა არასამართლიანად ამომრჩევლების რაოდენობიდან გამომდინარე ადგილი, კარგია, რომ ეს საკითხი მოგვარდა. თვითონ ბლოკების საკითხს რაც შეეხება, უცნაური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ არის არსებითი საკითხი და ამიტომ „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე არ ვაპირებთ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ. როგორც შემოგვთავაზეს იყოს ასე. არის ერთი ბუნდოვანება, რომელიც შეეხება ე.წ. 40% -იან ჩამკეტს. გაუგებარია სად მიდის, რომ აკლდება ის ხმები. რა შედეგის მქონე პარტიაზე ვრცელდება. მაგრამ მაინც არსებითია, რომ შეთანხმება ყველა მიმართულებით შესრულდეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი გუშინ დარეგისტრირდა.

მსგავსი თემები