“საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის” – თენგიზ ცერცვაძე

  •  

„თუ კორონავირუსის დინამიკას გავითვალისწინებთ, ევროპის ქვეყნებში თუ მთელ მსოფლიოში, საქართველოში დაინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშო არ არის“, – ამის შესახებ  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის დაფიქსირებული შემთხვევებიდან 18 საზღვარგარეთიდან არის შემოტანილი.

„18 ადამიანი სხვა ქვეყნებში დაინფიცირდა; ორი ირანში, ერთი ესპანეთში, დანარჩენები იტალიაში და ისინი უკვე დაინფიცირებული შემოვიდნენ საქართველოში, ხოლო ხუთ შემთხვევაში გადაცემა მოხდა უკვე ჩვენ ქვეყანაში, ამ უცხოეთში დაინფიცირებული პირებისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ. 

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა აღნიშნა, საქართველოში არც გადაცემის ტიპი არ არის საგანგაშო. მისი თქმით, ქვეყანაში უკონტროლო ეპიდემია მას შემდეგ იწყება, როცა ინფექციის მესამე, მეოთხე და შემდეგი რიგის გადაცემა ხდება.

„რადგან მერე, ბოლოს და ბოლოს, იმ სიტუაციამდე მივდივართ, როდესაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული არა ერთი პაციენტი გამოვლინდება და არც კი გვეცოდინება, თუ ვისგან დაინფიცირდა ის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეს ინფექცია უკვე იმდენად არის გავრცელებული, როგორც გრიპის შემთხვევაში ხდება, როცა ძალიან იშვიათად ვიცით, ვისგან დავინფიცირდით. აი, ამ შემთხვევაში ინფექცია იღებს საგანგაშო ფორმას და მასშტაბებს. ჯერჯერობით, ეს ჩვენთან არ არის“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მსგავსი თემები