“აბასთუმანში შემეყარა ინფექცია და მოვკვდი” – იაგო ხვიჩია კარანტინის არაფექტურობაზე

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ რამდენად ადეკვატურია კარანტინი მოცემულ სიტუაციაში, ზოგადად კარანტინის ჩატარებას მთელ სამყაროში აკრიტიკებენ, როგორც ეფექტურ ღონისძიებას, ცუდად ჩატარებულ კარანტინში შეიძლება კიდევ უფრო გავრცელდეს ნებისმიერი ვირუსი“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. იგი კონკრეტული ადამიანების მაგალითზე საუბრობს და თვლის, რომ კარანტინი მოცემულ სიტუაციაში არაეფექტურია.

„კადრები გვაქვს ნანახი კარანტინში საერთო ტუალეტები რომ აქვთ. აი მაგალითად ჩამოვედი იტალიიდან დამიჭირეს და წამიყვანეს კარანტინისთვის აბასთუმანში აბასთუმანში შემეყარა ინფექცია და მოვკვდი იტალიაში არაფერი არ დამმართია, ვინ აგებს ამაზე პასუხს? ამას მეორე მხრიდან თუ შევხედავთ გამოდის ფაშიზმი, რადგან ფაშიზმი სხვა არაფერია გარდა იმის ერთი ადამიანის სიცოცხლის გაწირვა სახელმწიფოს ინტერესების სანაცვლოდ“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავრის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე. ხვიჩია თვლის, რომ დღეს სახელმწიფო საავადმყოფოები არაა საიმედო გამოჯანმრთელებისთვის, მისივე აზრით კარანტინით იზღუდება ადამიანების თავისუფლად გადაადგილების უფლებაც.

მსგავსი თემები