რა წესები მოქმედებს იტალიაში კორონავირუსთან დაკავშირებით – საქართველოს საელჩო ინფორმაციას აქვეყნებს

საქართველოს საელჩო იტალიაში ​კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედების წესებს აქვეყნებს.

La Gazzetta Ufficiale-მ გამოაქვეყნა იტალიის პრემიერ-მინისტრის ბრძანებულება – „მე ვრჩები სახლში“, რომელიც დღეიდან ამოქმედდა და ძალაშია 3 აპრილამდე.

„მოქმედების წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე:

ყველა სახის საზოგადოებრივი შეკრება მკაცრად იკრძალება საჯარო ადგილებში ან საზოგადოებისთვის ღია ადგილებში.

ადამიანების ყველა გადაადგილება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა შემდეგი შემთხვევებისა: დოკუმენტურად დასაბუთებული სამსახურებრივი საჭიროება;

საგანგებო სიტუაციები;

ჯანმრთელობის მიზეზები;

სახლში ან რეზიდენციის ადგილას დაბრუნება!

ყველა ღონისძიება და სპორტული შეჯიბრი იკრძალება, გარდა დახურული კარების მიღმა საერთაშორისო შეჯიბრებებისა;

დასაშვებია სპორტული ვარჯიში გარეთ, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები შეინარჩუნებენ ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას;

ვისაც სხეულის ტემპერატურა 37,5 ° C- ზე მაღალი აქვს, „მკაცრად რეკომენდირებულია“ სახლში დარჩენა;

ვინც თვითიზოლაციაშია, უნდა დარჩეს სახლში;

ორგანიზაციებმა ხელი უნდა შეუწყონ თავიანთ თანამშრომლებს შვებულებაში გასვლასა და დასვენებაში;

ყველა სათხილამურო კურორტი დაკეტილია;

გაუქმებულია ყველა კულტურული, რელიგიური, სპორტული, გასართობი და სავაჭრო ღონისძიება;

ბავშვთა აღზრდის ცენტრებში, სკოლებსა და უნივერსიტეტებში ყველა საქმიანობა შეწყვეტილია;

ყველა სამოქალაქო და რელიგიური ცერემონია, მათ შორის დამკრძალავი პროცესია, შეწყვეტილია;

ბარებსა და რესტორნებში საქმიანობა ნებადართულია დილის 0:006 საათიდან 18:00 სთ-მდე, იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;

დაიშვება ყველა სხვა კომერციული საქმიანობა იმ პირობით, რომ ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები ერთმანეთისგან ერთი მეტრის დისტანციას დაიცავენ;

კვირის ბოლოს საშუალო და დიდი მაღაზიები (მაგალითად, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ბაზრები) დაიხურება;

სპორტული დარბაზი, სპორტული ცენტრები, საცურაო აუზები, სპა ცენტრები და გამაჯანსაღებელი კურორტები, რეკრეაციული და საზოგადოებრივი ცენტრები დაიხურება;

მართვის მოწმობის ყველა გამოცდა შეჩერდება“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

მსგავსი თემები