საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში ხანძრის 3 აქტიური კერაა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყანაში არსებულ ხანძრის კერებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია: სამეგრელოში-ჩხოროწყუსა და, წალენჯიხაში, ასევე სოფელ ლიაში, რაჭაში-ხვანჭკარაში, შიდა ქართლში- გოსტიბეში, სამცხე-ჯავახეთში – ლიკანში, აჭარაში- ქობულეთში, იმერეთში – ჭალოვანში. 

ღია კერები აღარაა და ნახანძრალის დამუშავება მიმდინარეობს გურიაში – ვაკიჯვარში, რაჭაში – კრიხში; 

ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარაა კახეთში – სოფელ გომბორთან,  ქვემო-ქართლში-თეთრიწყაროში, გურიაში: გომსა და მამათში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით ხანძრის აქტიური კერებია იმერეთში – ხონსა და ტყიბულში, სამეგრელოში – ეწერში.

მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ტყის ხანძრებზე მობილიზებულია 1500 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო ტექნიკა. სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც გურიასა და რაჭაში მუშაობენ, მათ ჯამში 200-ამდე გაფრენა განახორციელეს. უწყების ინფორნაციით, ხანძრის ქრობის სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და გაგრძელდება მათ სრულ ლიკვიდაციამდე.

მსგავსი თემები