ევროკავშირის ლიდერები, კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ

ევროპაში, ევროკავშირის ლიდერები კორონავირუსთან დაკავშირებით, საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცნობით, მოლაპარაკებები დღეს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გაიმართება.

ამასთან, შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ იტალიაში შექმნილ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრს, ჯუზეპე კონტეს ესაუბრა.

„ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის კოორდინირებული მიდგომის გაძლიერებაა. ჩვენ „კოვიდ-19“-ით დაზარალებულთა გვერდით ვართ“, – აღნიშნავს შარლ მიშელი.

კორონავირუსის შემთხვევები უკვე ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოშია გამოვლენილი.

მსგავსი თემები