“რაინეარი“ 8 აპრილამდე იტალიაში ფრენებს წყვეტს

ავიაკომპანია „რაიანეარი“ იტალიაში ფრენებს აჩერებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, 11 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე შეწყდება იტალიაში ყველა შიდა რეისი, ხოლო 13 მარტის შუაღამიდან 8 აპრილამდე შეწყდება იტალიაში ყველა საერთაშორისო რეისი.

ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ რეისების გაუქმების შესახებ მგზავრებს შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ.

შესაბამისი გადაწყვეტილება „რაიანეარმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო, მთელი იტალია „წითელ ზონად“ გამოცხადდა.

მსგავსი თემები