კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება

უახლესი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში ვლინდება. შესაბამის ინფორმაციას „ევრონიუსი“, ჯონ ჰოპკინსის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულებს სიმპტომები საშუალოდ ხუთ დღეში უვლინდებათ, რაც ჩვეულებრივ გაციებასთან შედარებით ხანგრძლივი პერიოდია.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულებიდან ვირუსის ნიშნები 2,2 დღეში მხოლოდ 2,5% გამოუვლინდა. ამასთან, დაავადებულთა 97,5 % სიმპტომები 11,5 დღის განმავლობაში აღენიშნება.

ასევე, ჯანდაცვის სპეციალისტები აცხადებენ, რომ კორონავირუსის შემთხვევაში 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის გამოყენება  მიზანშეწონილია.

თუმცა, მათივე კვლევა ცხადყოფს, რომ კარანტინში მყოფი ყოველი 10 000 პაციენტიდან 101-ს ვირუსის ნიშნები 14 დღის შემდეგაც შეიძლება, გამოუვლინდეს.

მსგავსი თემები