ეკლესიებში დეზინფექცია შესაძლოა, ბიზნესის წარმომადგენლებმა დააფინანსონ

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოდან მას ესაუბრნენ კორონავირუსის პრევენციის მიზნით დეზინფექციის საკითხთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია შედგება ბიზნესმენებთან, რომლებსაც ეკლესიისთვის ქველმოქმედების წესით აღნიშნული მომსახურების გაწევას შესთავაზებენ.

„დღეს ეს დავალება მივეცით დაავადებათა კონტროლის ცენტრის ჯანმრთელობის დეპარტამენტს, სადაც ხდება სადეზინფექციო ხსნარებისა და ნივთიერებების რეგისტრაცია. მე მათ ვთხოვე, რომ დაკავშირებოდნენ რამდენიმე კომპანიას, მათ ქველმოქმედების წესით ხომ არ შეუძლიათ, მიეხმარონ საპატრიარქოს ამ საკითხში. რამდენად წამოვლენ ამაზე, ვერ გეტყვით.”

“ზოგადად, კარგია, რომ სოლიდარობა გაჩნდა ქვეყანაში და ძალიან ბევრმა ბიზნესმენმა გამოთქვა ქვეყნის დახმარების სურვილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები